ინდოეთის მოქალაქეები არასრულწლოვანებთან გარყვნილი ქმედებისთვის დააკავეს

© AP Photo / Eric Risbergხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინდოეთის მოქალაქეებმა ბავშვები ნაქირავებ ბინაში მოტყუებით აიყვანეს, ტანსაცმელი გახადეს და ფოტოსურათები გადაუღეს. ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ბავშვებმა ფაქტის შესახებ მშობლებს უამბეს.

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინდოეთის ორი მოქალაქე არასრულწლოვანებთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების მონაცემებით, 1991 წელს დაბადებული ჰ.ს. და 1995 წელს დაბადებული რ.ს. დანაშაულს ვარკეთილში დროებით ნაქირავებ ბინაში ახორციელებდნენ. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოში ინდოელი ბიზნესმენი არ შემოუშვეს: შსს განმარტებებს აკეთებს

გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის დეტალებს არ ასაჯაროებს. თუმცა ხუთი არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ტელეკომპანიამ Imedi.

ტელეკომპანიის მონაცემებით, ინდოეთის მოქალაქეებმა ბავშვები ნაქირავებ ბინაში მოტყუებით აიყვანეს, ტანსაცმელი გახადეს და ფოტოსურათები გადაუღეს. ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ბავშვებმა ფაქტის შესახებ მშობლებს უამბეს.

ყველა ახალი ამბავი
0