კახეთის ისტორიულ ცენტრში მშენებლობის ნორმებს დაადგენენ

გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება თელავის განვითარების გეგმის შემუშავებას აპირებს ისე, რომ კულტურული მემკვიდრეობა შენარჩუნდეს.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ქაოტური მშენებლობის თავიდან ასაცილებლად თელავის განვითარების გეგმის შემუშავებას აპირებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

თელავი პირველი საუკუნიდან ცნობილია როგორც ახლო აღმოსავლეთიდან ევროპისკენ მიმავალი საქარავნო გზაზე მსხვილი სავაჭრო ცენტრი. ის ხუთ საუკუნეზე მეტ ხანს კახეთის სამეფოს დედაქალაქი იყო და თანამედროვე კახეთის მთავარი ქალაქია, რომელიც ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული მიმართულებაა.

მარტვილის კანიონი - Sputnik საქართველო
მარტვილის კანიონი ევროპაში ყვინთვისთვის საუკეთესო რვა ქვეყანას შორის დასახელდა

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტურისტების მატებასთან ერთად, იზრდება მშენებლობები. მოგეხსენებათ, თელავი არის უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის კერა და ასევე ტურისტული მიმართულება. ჩვენ გვინდა, უმოკლეს ვადაში მომზადდეს პროფესიონალურად სივრცითი დაგეგმარების პროექტი, რათა არ მოხდეს სტიქიური განვითარება და შევინარჩუნოთ კულტურული მემკვიდრეობა", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ექსპერტები საქართველოს ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ქაოტურ მშენებლობებს ასახელებენ. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას თბილისსა და ბათუმში.

ყველა ახალი ამბავი
0