საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ფიფას რეიტინგში 10 პოზიციით დაწინაურდა

© AFP 2024 / TOBIAS SCHWARZსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ფიფა/კოკა-კოლას ახალ რეიტინგში (FIFA/Coca-Cola World Ranking) მალავისა და ჩრდილოეთი კორეას შორის აღმოჩნდა.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ფიფა/კოკა-კოლას განახლებულ რეიტინგში 10 სტრიქონით დაწინაურდა და ახლა 112-ე პოზიციას იკავებს.

ქართული ნაკრების აქტივში 290 ქულაა და ის მალავისა და ჩრდილოეთი კორეას შორის აღმოჩნდა.

საქართველოს ნაკრების პროგრესი ივნისში ჩატარებული ორი მატჩის შედეგებს უკავშირდება. სენტ-კიტს და ნევისის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ვლადიმირ ვაისის აღსაზრდელებმა ანგარიშით 3:0 გაიმარჯვეს, ხოლო 2018 წლის მსოფლიო ჩემიონატის შესარჩევი მატჩი მოლდოვასთან გასვლაზე ფრედ დაასრულეს (2:2).

მსოფლიოს უძლიერესი ნაკრებების რეიტინგის ლიდერია გერმანია (1609 ქულა), რომელიც ახლახან რუსეთში გამართულ კონფედერაციების თასი მოიგო. შემდეგ მოდის ბრაზილია (1603) და არგენტინა (1413).

U19 - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა პორტუგალიასთან წააგო

ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგის პირველი ათეული:

1.გერმანია

2. ბრაზილია

3. არგენტინა

4. პორტუგალია

5. შვეიცარია

6. პოლონეთი

7. ჩილე

8. კოლუმბია

9. საფრანგეთი

10. ბელგია

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის D ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგის მიხედვით:

დიეგო მარადონა - Sputnik საქართველო
მარადონა რუსეთის ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელობას აპირებს

უელსი (20)

ირლანდია (29)

ავსტრია (37)

სერბეთი (42)

მოლდოვა (158)

2018 წლის მსოფლიო ჩემიონატის შემდეგ შესარჩევ მატჩს საქართველოს ნაკრები თბილისში 2 სექტემბერს ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0