საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა პორტუგალიასთან წააგო

© GFFU19
U19 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ევროპის ჩემპიონატი U-19 ფეხბურთში ქართველების პორტუგალიელებთან მატჩით დაიწყო.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოს 19-წლამდელთა ფეხბურთის ნაკრებმა საქართველოში დაწყებულ U-19 ევროპის ჩემიონატის პირველ მატჩში პორტუგალიელ თანატოლებთან ანგარიშით 0:1 წააგო.

მიუხედავად უპირატესობისა, რომელსაც გიორგი ყიფიანის აღსაზრდელები თითქმის ყველა კომპონენტში ფლობდნენ, შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 66-ე წუთზე 11-მეტრიანიდან რუი პედრომ გაიტანა.

მას შემდეგ, რაც მოედნიდან ფერნანდესი გააძევეს, 73-ე წუთზე პორტუგალიელები უმცირესობაში დარჩნენ. თუმცა რიცხობრივი უპირატესობა ქართველმა ფეხბურთელებმა მაინც ვერ შეძლეს.

А ჯგუფის მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებმა შვედეთის გუნდს ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ამგვარად, А ჯგუფში სამ-სამი ქულით ჩეხეთი და პორტუგალია ლიდერობენ.

ტურნირის შემდეგ მატჩს ქართველი ფეხბურთელები თბილისში 5 ივლისს შვედეთის წინააღმდეგ გამართავენ. იმავე დღეს ჩეხეთის ნაკრები პორტუგალიას შეხვდება.

რაც შეეხება В ჯგუფის მატჩებს, პირველი შეხვედრები 3 ივლისს გაიმართება. ბულგარეთი ინგლისს ეთამაშება, გერმანია კი ჰოლანდიას.

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში 15 ივლისამდე გაგრძელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0