რუსეთის საგარეო უწყებამ თბილისის კრიტიკას უპასუხა

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვმა თბილისს სიცრუეში დასდო ბრალი, თუმცა, იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრა კონსტრუქციული იქნება.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თბილისის განცხადებას საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციულ საზღვარზე სასაზღვრო ნიშნების განთავსებასთან დაკავშირებით საინფორმაციო პროვოკაცია უწოდა.

საქართველოს საგარეო უწყების მონაცემებით, სოფელ ბერშუეთთან საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის განთავსების შედეგად რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრების სავარგულები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის საზღვრებს გარეთ მოხვდა. ოფიციალურმა თბილისმა მომხდარს ადამიანის უფლებების დარღვევა და ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების დამაბრკოლებელი ფაქტი უწოდა.

„საზღვარი ცხინვალის რეგიონთან - Sputnik საქართველო
თბილისი შეშფოთებულია ცხინვალის რეგიონის „საზღვართან“ შექმნილი სიტუაციით

„სამწუხაროდ, როგორც ხშირად ხდება, პრაღის შეხვედრის წინა დღე საინფორმაციო პროვოკაციით დაიჩრდილა. ასეთ შემთხვევებში „პროპაგანდული სატყუარები" ძალზე ერთგვაროვანია. თბილისიდან კიდევ ერთხელ გაისმა მტკიცება იმისა, რომ სამხრეთოსური მხარე თავის სასაზღვრო ნიშნებს თითქოს ქართული ტერიტორიის სიღრმეში ათავსებს", — აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ კომენტარში.

უწყებაში აღნიშნეს, რომ „რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზების მოწინააღმდეგეები ვერ შეძლებენ პრაღაში კონსტრუქციული შეხვედრისთვის ხელის შეშლას".

პრაღაში პარასკევს გაიმართება მორიგი შეხვედრა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ორივე ქვეყნის სატრანსპორტო უწყებების წარმომადგენლები.

მხარეები გააგრძელებენ ქართულ-რუსული კავშირების ნორმალიზებისა და განვითარების პრაქტიკული საკითხების განხილვას ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ჰუმანიტარული კონტაქტების სფეროებში. აბაშიძე და კარასინი ასევე შეეხებიან 2011 წლის შეთანხმების რეალიზების თემას რეგიონული ვაჭრობის საბაჟო ადმინისტრირებისა და მონიტორინგის მექანიზმის შესახებ.

მანამდე საქართველომ დაგმო რუსეთის მცდელობა, რომ ცხინვალის რეგიონი ტვირთების მონიტორინგის შესახებ ქართულ-რუსული შეთანხმების სრულუფლებიანი მონაწილე გამხდარიყო.

2011 წლის 9 ნოემბერს „შეთანხმება რუსეთის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ" გაფორმდა რუსეთის ვმო-ში (ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია) შესვლის თაობაზე გამართული რთული მოლაპარაკებების შედეგად. მაშინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ, რუსეთის ორგანიზაციაში შესვლასთან დაკავშირებით ვეტო მოხსნა მხოლოდ იმ პირობით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაივლიდა სავაჭრო დერეფნები რუსეთსა და საქართველოს შორის, ხოლო მხარეები მოიწვევენ საერთაშორისო შუამავლებს, რომლებიც გააკონტროლებენ ტვირთების ნაკადს და მათ მარკირებას განახორციელებენ.

„ამ მიმართულებით მხარეებმა შვეიცარიის ხელშეწყობით უკვე ჩაატარეს დიდი მოსამზადებელი სამუშაო. არის რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ მალე მოეწეროს ხელი კონტრაქტებს, რომლებიც შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციისთვის არის აუცილებელი. ვიმედოვნებთ, რომ თბილისი წარმოადგენს რუსული მხარის მიერ დიდი ხნის წინ მოთხოვნილ განმარტებას ქართულ ტერიტორიაზე ტვირთების საბაჟო გაფორმების შესახებ", — აღნიშნეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

ყველა ახალი ამბავი
0