გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი პუტინისა და ტრამპის დაგეგმილ შეხვედრას აფასებს

© FB / МИД Грузии ზიგმარ გაბრიელი
ზიგმარ გაბრიელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე 7 ივლისს გაიმართება.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრისგან განიარაღებისა და დაძაბულობის განმუხტვის პროცესების გადატვირთვას მოელის, იუწყება სააგენტო РИА Новости.  

ვლადიმერ პუტინი - Sputnik საქართველო
პუტინი და ტრამპი „დიდი ოცეულის" სამიტზე შეხვდებიან

„ჩვენ გვესაჭიროება დიდი ხნის ნანატრი განიარაღებისა და განმუხტვის გადატვირთვა“, — განაცხადა მინისტრმა მედია-ჯგუფ Funke-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მან აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ლიდერისგან „სამომავლო თანამშრომლობისთვის კონკრეტულ შეთანხმებებს მოელის“, პირველ რიგში, სირიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ასევე უკრაინის კონფლიქტთან, განიარაღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში და შეიარაღების კონტროლის საკითხში.

„არ შეიძლება მათგან ამ პასუხისმგებლობის მოხსნა“, — განაცხადა გერმანელმა მინისტრმა.

ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე 7 ივლისს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0