პუტინი და ტრამპი „დიდი ოცეულის" სამიტზე შეხვდებიან

© photo: Sputnik / Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშივლადიმერ პუტინი
ვლადიმერ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს ჰამბურგში "დიდი ოცეულის" სამიტზე შეხვდებიან და განიხილავენ საერთაშორისო ტერორიზმის საკითხებს და სირიასა და უკრაინაში არსებულ ვითარებას.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ვლადიმირ პუტინის და დონალდ ტრამპის პირველი პირადი შეხვედრა 7 ივლისს შედგება „დიდი ოცეულის" სამიტზე ჰამბურგში, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა.

მოსალოდნელია, რომ ორი ქვეყნის ლიდერთა მოლაპარაკებების ძირითადი თემები გახდება საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები, სიტუაცია სირიასა და უკრაინაში.

წელს პუტინმა და ტრამპმა ტელეფონით სამჯერ ისაუბრეს, მაისის დასაწყისში კი სამიტზე პირადი შეხვედრის გამართვის შესახებ განაცხადეს, რომელიც ჰამბურგში 7-8 ივლისს შედგება.

ყველა ახალი ამბავი
0