ჩეჩნეთის მკვიდრი თბილისში ავტოავარიაში დაიღუპა

გამოწერა
თბილისის ზღვასთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა – ტაქსის მძღოლი და მგზავრი, რომელიც რუსეთის მკვიდრი იყო.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. თბილისის ზღვასთან მომხდარ ავტოავარიაში ჩეჩნეთის მკვიდრი, 55 წლის აბდულა ვაგაპოვი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
დიდი ავტოავარია თბილისში: 26 წლის გოგონას დაღუპვაში დამნაშავე დაკავებულია

შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა. ტაქსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და წყალსაცავში გადავარდა. ავტომობილში სამი მგზავრი იმყოფებოდა, აქედან ორი — რუსეთის მოქალაქე. მაშველებმა წყლიდან ავტომობილის ამოყვანა ხუთშაბათს, დილით შეძლეს. ტაქსის მძღოლი დაიღუპა.

„აბდულა ჩემი ნათესავია. მოვიდა პოლიცია და თქვა, რომ ის დაიღუპა. სულ ორი ჩეჩენი იყო", — განაცხადა დაღუპულის ნათესავმა ჰასან სულეიმანოვმა.

ტაქსის კიდევ ორი გადარჩენილი მგზავრი იმავე ღამეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გამოწერეს. ამჟამად მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია". დანაშაული ექვსიდან ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0