დიდი ავტოავარია თბილისში: 26 წლის გოგონას დაღუპვაში დამნაშავე დაკავებულია

CC BY-SA 2.0 / houstondwiPhotos mp / Handcuffs and a Carდაკავებული ხელბორკილებში
დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ავტოავარიის შედეგად ახალგაზრდა ქალის დაღუპვაში ეჭვმიტანილი ექსპერტიზის შედეგებზე დაყრდნობით დააკავეს.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ავტოავარიაში 26 წლის სოფო ბერიძის დაღუპვაში ეჭვმიტანილი პირი ყველა საჭირო ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

24 იანვარს რუსთაველის გამზირზე სამი ავტომობილის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა სოფო ბერიძე და კიდევ ოთხი ადამიანი დაშავდა.

„მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლი გიორგი ჯაფარიძე ბრალდებულის სახით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დააკავეს.

„გამოძიების ფარგლებში დანიშნული ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნების საფუძველზე დადგინდა, რომ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც გიორგი ჯ. მართავდა, საპირისპირო ზოლში გადავიდა და შემხვედრი მიმართულებით მოძრავ „ოპელისა“ და „მერსედესის“ მარკის ავტომანქანებს შეეჯახა“, — ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

პატრულის ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
თბილისში მომხდარ ავტოავარიასთან დაკავშირებით შსს განმარტებებს აკეთებს

მომხდარ ავტოავარიაში გიორგი (გიბო) ჯაფარიძის ბრალეულობის შესახებ ადრე საქართველოს ექს–პრეზიდენტის ვაჟმა ცოტნე გამსახურდიამ საკუთარ Facebook–გვერდზე განაცხადა. ის წერდა, რომ ჯაფარიძე ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. მისი ავტომობილი შემხვედრ ზოლზე გადავიდა და შეეჯახა ტაქსის, რომელშიც სოფო ბერიძე იჯდა.

გამსახურდიას თქმით, ჯაფარიძე „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავია. დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძისა და საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის დახმარებით გიორგი ჯაფარიძე ქალაქიდან გაუსვლელობის პირობით გაათავისუფლეს.

ყველა ახალი ამბავი
0