თბილისი უმასპინძლებს ფესტივალს Youth for Classics in the Caucasus

© Courtesy of Georgian Kammerorchester Ingolstadtქართული კამერული ორკესტრი
ქართული კამერული ორკესტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალი შეკრებს მუსიკოსებს საქართველოდან, სომხეთიდან და გერმანიიდან.

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ფესტივალი Youth for Classics in the Caucasus, სადაც ევროპელი და კავკასიელი კომპოზიტორების ნაწარმოებები აჟღერდება, თბილისში 7-11 ივლისს გაიმართება.

ფესტივალი, რომელიც მიმართულია კავკასიის ახალგაზრდა მუსიკოსების გაერთიანებისკენ, თბილისის მერის დავით ნარმანიას პატრონაჟით ჩატარდება.

ფესტივალი სამეფო უბნის თეატრის სცენაზე გაიმართება. მისი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია გერმანელი კომპოზიტორი უვე ბერკემერი.

AlpFest - Sputnik საქართველო
ალპური ზონა და მუსიკა: საქართველოში ფესტივალი გაიმართება

კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ იბენბიურენის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი, კავკასიის კამერული ორკესტრი, გიორგი უშიკიშვილი და ანსამბლი "ლაშარელა".

ფესტივალზე ასევე გამოვლენ ნიჭიერი ახალგაზრდები გერმანიიდან და საქართველოდან: მარიე შტრუტმანი — ფლეიტა, ტიმ კიევითი — ტრომპეტი, ფელიქს მაიერი — ვიოლინჩელო, რეზი ხაინდრავა — ვიოლინჩელო, მარი ობოლაშვილი — ვიოლინო.

კონცერტებზე აჟღერდება ვივალდის, მოცარტის, სენ-სანსის, ჰაიდნის, ჩარპენტიერის, მარჩელის, ფორეს და ბერკემერის, ასევე კავკასიელი კომპოზიტორების ნაწარმოებები.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროსა და ონლაინ ვებ-გვერდზე tkt.ge.

ყველა ახალი ამბავი
0