ალპური ზონა და მუსიკა: საქართველოში ფესტივალი გაიმართება

გამოწერა
ალპურ ზონაში მუსიკალური ჯგუფები და დიჯეები გამოვლენ.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. მუსიკალური ფესტივალი AlpFest 2017, რომელიც, ტრადიციულად, საქართველოს ალპურ ზონაში ტარდება, 8-9 ივლისს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ფესტივალი, რომელსაც 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი, ხშირად იცვლის ლოკაციის ადგილს და მთავარ მიზნად ისახავს მუსიკის საშუალებით მთის ტურიზმის პოპულარიზაციას. ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა გასართობი კონცერტები და ექსკურსიის ტურები გაიმართება.

წელს AlpFest 2017 ყაზბეგში, სოფელ ჯუთაში Zeta Camping-ში გაიმართება.

ფესტივალის პირველ დღეს მსმენელის წინაშე წარდგებიან ჯგუფები „კანუდოსი“, „არა“, On The Road, Sazme, Everybody's Party, Lua, DJ TeTe Noise და DJ Juta. კონცერტის დასაწყისი – 19:00 სთ.

AlpFest 2017-ის მეორე დღეს ღონისძიების სტუმრებს ულამაზესი ჭაუხის მასივით დატკბობა ელოდებათ.

ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება ბანაკი „ზეტასთვის“ ლიტერატურის შეგროვების ტრადიციული აქცია. ბანაკის ბიბლიოთეკას განსაკუთრებით სჭირდება ქართულ, ფრანგულ, ინგლისურ და ესპანურ ენებზე გამოცემული ლიტერატურა.

AlpFest-ზე დასწრების მსურველებისთვის ავტობუსი ვარდების მოედნიდან 8 ივლისს, 11:00 საათზე გადის, ფესტივალის მონაწილეები თბილისში 9 ივლისს, 16:00 საათზე დაბრუნდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0