თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კაფე-ბარებში 30 ივნისი — 4 ივლისის პერიოდში ჩატარებული შემოწმებისა და პირადობის იდენტიფიცირების დროს 91 სექს-მუშაკი დააკავა, იუწყება სააგენტო Новости-Грузия უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
მათგან 20 უცხოეთის სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი, დანარჩენი კი საქართველოს მოქალაქეები არიან. გარდა ამისა, პოლიციის განყოფილებაში ასევე გადაიყვანეს 56 მამაკაცი, რომელთაგან 15 საქართველოს მოქალაქე, დანარჩენი კი უცხოელები იყვნენ.
შსს-ში ასევე განმარტავენ, რომ 30 ივნისს აღნიშნული ღონისძიების ჩატარებისას ქართველმა სამართალდამცველებმა საქართველოს ორი მოქალაქე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის „წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის“ მუხლით დააკავა, რომელთა საქმესაც სასამართლო განიხილავს.
საქართველოს შს სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული პრევენციული ღონისძიებები მომავალშიც ჩატარდება.