წყალდიდობის გამო რაჭაში სოფელი ღები გარესამყაროს მოწყდა

გამოწერა
მოსახლეობა შველას ითხოვს, მაგრამ მათი დახმარება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ონის რაიონის სოფელი ღები ძლიერი წვიმის გამო გარესამყაროსაა მოწყვეტილი, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი2".

ადიდებულმა მდინარემ სოფლამდე მისასვლელი გზა ჩაკეტა და ხიდები წაიღო.

ძლიერი წვიმა - Sputnik საქართველო
კოკისპირულმა წვიმამ დასავლეთ საქართველოს სოფლებში წყალდიდობა გამოიწვია

მოსახლეობა შველას ითხოვს, თუმცა ძლიერი წვიმის გამო სამაშველო სამსახური ადგილამდე მისვლას ჯერ ისევ ვერ ახერხებს.

"წვიმაა, ძალიან ცუდი ამინდია და წყალი მოდის ძალიან დიდი. სოფელი მოწყვეტილია რაიონულ ცენტრს. მიმდინარეობს სამუშაოები, ვითვლით ზარალს. ველოდებით, ცოტა ჩაცხრეს სტიქია და მას შემდეგ ღონისძიებებს გავატარებთ“, — განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ლობჟანიძემ.

გამგებლის ვარაუდით, გზა 3-4 საათში გაიხსნება და სამაშველო ჯგუფი შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0