ელიავას ბაზრობაზე ხანძრისგან მიყენებული ზარალი დაითვალეს

გამოწერა

ელიავას ბაზრობაზე საავტომობილო ნაწილების პავილიონი პოლიციამ გადაკეტა, გამომძიებლები ხანძრის გაჩენის მიზეზს ადგენენ და ზარალს ითვლიან. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ გამოიყურება ხანძრისგან დაზიანებული სავაჭრო ცენტრი.

წინასწარი მონაცემებით, ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად გამოწვეულმა ზარალმა შესაძლოა რამდენიმე ასეულ ათას ლარს გადააჭარბოს. ამ დროისათვის სპეციალისტები განაგრძობენ ხანძრის შედეგად მიღებული ზარალის შეფასებას. 

ელიავაზე, საავტომობილო ზეთების, სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების ბაზრობაზე ხანძარს ათობით მეხანძრე აქრობდა - Sputnik საქართველო
ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის კადრები

აალების ადგილთან ახლოს ხანძრის შედეგად დაზიანებული პავილიონი და ზოგიერთი სავაჭრო პუნქტი დაკეტილია, მათ შორის ბოქსებიც, სადაც მეორად საბურავებს ყიდდნენ. ბაზრობის დანარჩენი ნაწილი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ასევე ფუნქციონირებს ავტონაწილების მაღაზიების უმრავლესობა.

ყველა ახალი ამბავი
0