თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. მკვლელობა მოხდა 4 ივლისს ფოთში, 9 აპრილის ხეივანში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში. ახლგაზრდა ქალმა 45 წლის მეგობარ მამაკაცს გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
დაზარალებულის მეზობლებმა „Sputnik საქართველოს" განუცხადეს, რომ წყვილის ბინიდან ხშირად გამოდიოდა ჩხუბის და აყალმაყალის ხმა, თუმცა კონკრეტულად რა გახდა მკვლელობის მიზეზი მათთვის უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარს ადასტურებენ. უწყების ცნობით, ეჭვმიტანილი ქალი ამჟამად დაკავებულია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 15 წლამდე ვადით.
ჯემალ ღამბაშიძე