თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე (U-19), რომელიც საქართველოში დაიწყო, ჰოლანდიის ჭაბუკთა ნაკრებმა გერმანელი თანატოლების გუნდი გაანადგურა ანგარიშით 4:1.
В ჯგუფის მატჩი თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
მატჩში ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა. შეხვედრის გმირი 17 წლის ჰოლანდიელი ჟოელ პეროე გახდა, რომელმაც ჰეტ-ტრიკი გაიფორმა.
მანამდე ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში ინგლისის ნაკრებმა ბულგარეთს სძლია 2:0.
6 ივლისს ინგლისი ჰოლანდიას შეხვდება, ხოლო გერმანია — ბულგარეთს.
ევროპის ჩემპიონატი U-19 15 ივლისამდე გაგრძელდება.