სასწრაფო სამედიცინო დახმარება ფასიანი ხდება?

გამოწერა
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება ფასიანი გახდება და ერთი გამოძახების საფასური 50 ლარი იქნება. ახალი რეგულაცია კი არჩევნების დასრულების შემდეგ ამოქმედდება.

ნიკოლოზ სირაძე - Sputnik საქართველო
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალი უფროსი ჰყავს

გავრცელებულ ინფორმაციას საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა და აღშფოთება მოჰყვა.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მოქმედებს კანონით დადგენილი ნორმების მიხედვით და მისი სერვისით თითოეული მოქალაქე უფასოდ სარგებლობს", — განაცხადეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.

ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, არ აყვნენ მსგავსი სახის განცხადებებს და სწორი ინფორმაციის მისაღებად უშუალოდ დაუკავშირდნენ შესაბამის უწყებას.

ყველა ახალი ამბავი
0