შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალი უფროსი ჰყავს

გამოწერა
ნიკოლოზ სირაძეს საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალი უფროსი ჰყავს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზვიად ქაწაშვილი - Sputnik საქართველო
ქვეყნის მთავარმა მაშველმა თანამდებობა დატოვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სააგენტოს თანამშრომლებს ახალი დირექტორი — ნიკოლოზ სირაძე წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა მინისტრმა ნიკოლოზ სირაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, მასთან სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და დავალებები მისცა", — ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ სირაძეს საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ნიკოლოზ სირაძემ აღნიშნულ თანამდებობაზე ზვიად ქაწაშვილი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა მიმდინარე წლის 12 ივნისს დატოვა. ზვიად ქაწაშვილი შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა.

ყველა ახალი ამბავი
0