თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „Новости-Грузия“ უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით.
ინფორმაცია ქაწაშვილის გათავისუფლებაზე ორშაბათს გავრცელდა, თუმცა ოფიციალურად მისი დადასტურება მხოლოდ სამშაბათს მოხდა.
„ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ქაწაშვილი უკვე აღარ არის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე“, — თქვეს პრესსამსახურში. ვინ დაიკავებს ქაწაშვილის ადგილს ან სად გააგრძელებს მოღვაწეობას ქვეყნის პირველი მაშველი პრესსამსახურში არ იციან.
ზვიად ქაწაშვილს აღნიშნული თანამდებობა 2012 წლიდან ეკავა.