თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. გოჩა ზეიკიძემ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პოსტი თავისი სურვილით დატოვა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия" მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
„ბატონმა გოჩა ზეიკიძემ გუბერნატორის თანამდებობა თავისი განცხადების საფუძველზე დატოვა, იგი მოღვაწეობას სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაგრძობს“, — თქვა მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე ზეიკიძე 2016 წლის 10 მარტიდან მუშაობდა. მანამდე მას გუბერნატორის ნუგზარ ყიფიანის მოადგილის თანამდებობა ეჭირა. ამ ეტაპზე ჯერ არ არის ცნობილი ვინ შეცვლის ზეიკიძეს ამ პოსტზე.