ექვს თვეში საქართველოს 3 მილიონი უცხოელი ეწვია

© photo: Sputnik / Stringerთბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი
თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 430 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმის წილმა 6,8% .

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ბოლო ექვს თვეში საქართველოს 3 მილიონი უცხოელი ეწვია, რაც გასულ პერიოდთან შედარებით 354 400-ით მეტია (ზრდა +13,4%).

იმ უცხოელი ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 1 309 982 შეადგინა, რაც 295 165-ით მეტია 2016 წლის იანვარი-ივნისის მაჩვენებელზე (ზრდა +29.1%), ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

ქართული ღვინის დეგუსტაცია - Sputnik საქართველო
საქართველოში პირველად: ღვინის ტურიზმის გლობალური კონფერენცია

ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+7.4%), სომხეთიდან (+16.2%), თურქეთიდან (-15.9%) და რუსეთიდან (+27.5%) განხორციელდა.

ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ყველაზე ხშირად სტუმრობდნენ: ავსტრია (+54%), ნიდერლანდები (+36%), გერმანია (+32%), დიდი ბრიტანეთი (+28%), საფრანგეთი (+23%) და ლიტვა (+17%).

ვიზიტორების განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ირანი (+223%), უზბეკეთი (+163%), საუდის არაბეთი (+159%), ინდოეთი (+133%), ისრაელი (+48%) და ჩინეთი (+41%).

ივნისის თვის მონაცემებით, საქართველოს 666 493 უცხოელი ტურისტი ეწვია, რაც 147 735-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +28.5%)-ია. იმ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც ივნისში 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 328 314 შეადგინა, რაც 98 796-ით მეტია 2016 წლის ივნისის მაჩვენებელზე (ზრდა +43%).

ნაბადი და ფაფახი ანანურის ციხესიმაგრის კედელზე - Sputnik საქართველო
რა მოსწონთ უცხოელებს ყველაზე მეტად საქართველოში — ტოპ–ათეული

2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, უცხოური ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 434,6 მილიონი აშშ დოლარი (ზრდა +23.3%), რაც 82 მილიონი აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2016 წლის ჯამური მონაცემებით, უცხოური ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს 2,2 მილიარდ აშშ დოლარს (ზრდა +11.9%), რაც 230 მილიონი აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.8%-ს (ზრდა+0.8%), 2016 წელს მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმის წილმა კი 7.1% შეადგინა (ზრდა +11.8%).

ყველა ახალი ამბავი
0