ქართველ რეჟისორს ამერიკის კინოაკადემიაში იწვევენ

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშინანა ჯორჯაძე
ნანა ჯორჯაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეჟისორი ნანა ჯორჯაძე ამერიკულ კინოაკადემიაში მიიწვიეს.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ქართველი რეჟისორი ნანა ჯორჯაძე ამერიკის კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერების აკადემიაში წევრად მიიწვიეს. სწორედ ეს ორგანიზაცია განსაზღვრავს კენჭისყრის გზით  „ოსკარის" ლაურეატებს.

ამერიკელი მსახიობი ემი ადამსი ოსკარს გადასცემს სცენარისტ ბარი ჯენკინსს ოსკარის დაჯილდოვების რიგით 89-ე ცერემონიაზე - Sputnik საქართველო
ვარსკვლავების ჩაცმულობა "ოსკარის" დაჯილდოვების ცერემონიაზე

ჯორჯაძემ ყურადღება მიიპყრო ფილმებისთვის  „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი" და  „ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა". ინფორმაცია კინოაკადემიის ახალი წევრების შესახებ განთავსებულია ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

წელს ამერიკის კინოაკადემიაში 57 ქვეყნიდან 744 კინემატოგრაფისტი მიიწვიეს. საინტერესოა, რომ ახალი წევრებიდან 39% ქალია, რაც იმას უკავშირდება, რომ წელს ამერიკული აკადემია გენდერულ უთანასწორობაში დაადანაშაულეს.

ნანა ჯორჯაძე ამერიკულ აკადემიაში ერთადერთი ქართველი რეჟისორია. 2015 წელს, როდესაც ფილმი  „მანდარინები" ოსკარზე იყო ნომინირებული, აკადემიამ ფილმის რეჟისორი ზაზა ურუშაძე წევრად მიიწვია.

ნანა ჯორჯაძის გარდა, ორგანიზაციაში მიიწვიეს რეჟისორები კირა მურატოვა, ფათიხ აკინი, კიმ კიდუკი, ელდიკო ენიედი, ასევე მსახიობები: პიანკა ჩოპრა, მონიკა ბელუჩი, ადამ დრაივერი, შარლოტა გინზბურგი, ჩენინგ ტატუმი, ნიკ კეივი, ჯასტინ ტიმბერლეიკი და სხვა.

ამერიკის კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერების აკადემია (Academy of Motion Picture Arts and Sciences) კალიფორნიის შტატში 1927 წლის 11 მაისს დაფუძნდა. ორგანიზაცია მთელ მსოფლიოში ყოველწლიური პრემია  „ოსკარით" არის ცნობილი.

ჰონგ-კონგის კინოპრემია - Sputnik საქართველო
ქართულმა დრამამ "ჩემი ბედნიერი ოჯახი" ჰონგ-კონგის "ოსკარი" მიიღო

აკადემია კინოინდუსტრიის ექვსი ათასზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს — რეჟისორებს, მსახიობებს, სცენარისტებს, მულტიპლიკატორებს, დოკუმენტალისტებსა და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ აკადემიკოსების უმრავლესობა აშშ-ში ცხოვრობს, აკადემიის კარი ყველა კინომოღვაწისთვის ღიაა, თუმცა აკადემიკოსები მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდებიან, თუ ხელმძღვანელობა შესაბამის მოსაწვევს გაგზავნის.

ნანა ჯორჯაძე ქართველი მსახიობი, კინორეჟისორი, სცენარისტი, მხატვარი, პედაგოგი და კანის ფესტივალის პრიზიორია. ის თეატრალურ ინსტიტუტში თენგიზ აბულაძისა და ირაკლი კვირიკაძის კლასში 1974 წელს ჩაირიცხა. კინოში მოღვაწეობს 1977 წლიდან.

ნანა ჯორჯაძე გადაღებულია ფილმებში  „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე",  „მოცურავე",  „იცოცხლე, გენაცვალე" და სხვა. რეჟისორის ყველაზე მეტად ცნობილი ფილმებია  „რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა",  „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი",  „მეტეოიდიოტი",  „ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა" და სხვა.

1994 წლიდან არის ევროპის კინოაკადემიის წევრი. 1995 წლიდან ცხოვრობს გერმანიაში.

ყველა ახალი ამბავი
0