თბილისის ინტერპოლმა გერმანიის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

გამოწერა
ამჟამად დაკავებულის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. თბილისის ინტერპოლისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმის აეროპორტში ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად ისრაელიდან საქართველოში შემოსვლისას გერმანიის ინტერპოლის მიერ 2006 წლიდან ძებნილი, 1953 წელს დაბადებული ისრაელის მოქალაქე ე.ნ. დააკავეს, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
საქართველოში ინტერპოლის მიერ ძებნილი მოლდოვას მოქალაქე დააკავეს

დაკავებულს ბრალი ედება გერმანიის „ნარკოტიკების შესახებ“ კანონის 1-ლი, მე-3 და 29-ე მუხლების დარღვევაში, რაც ითვალისწინებს დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გასაღებას.

ამჟამად ე.ნ.-ს მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.

ყველა ახალი ამბავი
0