საქართველოში ინტერპოლის მიერ ძებნილი მოლდოვას მოქალაქე დააკავეს

© AP Photo / Eric Risbergდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში დაკავებული მოლდოვას მოქალაქე სამშობლოში ტრეფიკინგშია ბრალდებული.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მცხეთა-მთიანეთში 29 წლის მოლდოვას მოქალაქე დააკავეს, რომელიც ძებნილია ინტერპოლის ეროვნული ბიუროს მიერ კიშინიოვში.

მოლდოვას მოქალაქე სამშობლოში ტრეფიკინგშია ბრალდებული, ნათქვამია საქართველოს შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0