თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. მესამე დღეა ოჯახი ეძებს გივი მჭედლიშვილს, რომელიც თურქეთის გავლით საბერძნეთში მიემგზავრებოდა, ნათქვამია ათენში ქართველი მიგრანტების საინფორმაციო ცენტრის განცხადებში.
ცენტრის ინფორმაციით, 18 წლის მჭედლიშვილი ათენში დედის სანახავად მიემგზავრებოდა. თუმცა, ბერძნულ-თურქულ საზღვარზე მესაზღვრეების გადაწყვეტილებით მას ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთაზე უარი ეთქვა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მჭედლიშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემები აღენიშნება.
ათენში ქართველი მიგრანტების საინფორმაციო ცენტრი ქალაქ ფესალონიკში საქართველოს გენერალურ კონსულს მუხრან გულაგაშვილსა და სტამბულში საქართველოს გენერალურ კონსულ ირაკლი ასაშვილს მიმართავს თხოვნით, გამოიყენონ ყველა არსებული შესაძლებლობა და ოჯახს დახმარება გაუწიონ, რათა დაკარგული მჭედლიშვილის ადგილსამყოფელი და ჯანმრთელობის მდგომარეობა დროულად იქნას დადგენილი.