თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს შსს–ს თანამშრომლებმა თბილისში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თურქეთის მოქალაქე დააკავეს, აღნიშნულია უწყების პრეს–სამსახურის განცხადებაში.
სამართალდამცველებმა დაკავებულის – თურქეთის მოქალაქე, 1984 წელს დაბადებული ე. ქ.–ს – პირადი ჩხრეკისას ბუპრენორფინის შემცველი 47 აბი და აბის ნატეხები ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება მიმდინარეობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), რაც 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობით ისჯება.