თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა ბათუმში, ნარკოტიკების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თურქეთის 44 წლის მოქალაქე დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შსს-ს ვებგვერდზე განთავსებულ პრეს-სამსახურის განცხადებაში.
დაკავებულის პირადი და დაქირავებული ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს 501 აბი „ექსტაზი“ და 54 აბი „სუბოქსინი“.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), რაც 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობით ისჯება.