ქართველი პარამოფარიკავე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

© photo: courtesy of Temo Arabidzeმოფარიკავე ირმა ხეცურიანი
მოფარიკავე ირმა ხეცურიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა სპორტსმენმა ფინალში მეტოქე ანგარიშით 15:8 დაამარცხა.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშებას მასპინძლობს, სადაც ქართველი პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი ოქროს მედლის მფლობელი გახდა, იუწყება ტელეკომპანია "იმედი".

მოფარიკავე ირმა ხეცურიანი - Sputnik საქართველო
ირმა ხეცურიანი: ძალიან ამაღლებული და დადებითი შეგრძნება მაქვს

ქართველი პარამოფარიკავის მეტოქე (ხმალში) ტაილანდელი პარამოფარიკავე იყო, რომელიც ქართველმა სპორტსმენმა ანგარიშით 15:8 დაამარცხა.

3 ივლისიდან ვარშავის ტურნირში 23 წლამდე პარასპორტსმენები ჩაერთვებიან. პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი ორივე ასაკობრივ ჯგუფში დაიცავს საქართველოს ღირსებას.

მსოფლიო თასის გათამათება 7 ივლისს დასრულდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0