ირმა ხეცურიანი: ძალიან ამაღლებული და დადებითი შეგრძნება მაქვს
"იტალიაში ძალიან კარგი განწყობით წავედით. გამარჯვების მოპოვება საკმაოდ რთული იყო, თუმცა, წარმატებას მივაღწიეთ", — ამბობს ხეცურიანი.
იტალიის ქალაქ პიზაში ირმა ხეცურიანმა რაპირაში მოპოვებულ ბრინჯაოს, ხმალში ოქროს მედალიც მიამატა და სამშობლოში ორი მედლით ბრუნდება. ქართველმა პარასპორტსმენმა ფინალში გერმანელი მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 15:4 დაამარცხა. ირმა ხეცურიანის კარიერაში ეს მეხუთე ოქროა.