თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 3-6 ივლისს სტრასბურგს ეწვევა, ნათქვამია ირაკლი კობახიძის Facebook-გვერდზე.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, ვოიცეხ სავიცკის შეხვდება და ასევე შეხვედრებს გამართვს ევროპის საბჭოსა და ევროპარლამენტში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციის წევრებთან ერთად, ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის დაარსებისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრება.
გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა ევროპარლამენტის სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფისა და ევროპის სახალხო პარტიის წევრებთან, ასევე, ევროპარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის საბჭოსთან და ევრონესტის წარმომადგენლებთან.
ირაკლი კობახიძე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმას გააცნობს.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში თამარ ხულორდავა, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ენზელ მკოიანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომან გოცირიძე, გიორგი კანდელაკი, გიორგი მოსიძე და გიორგი ლომია შედიან.