C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის პროგრამა "თბილისი მოლში" მიმდინარეობს

© Sputnik / Alexander Imedashviliსამედიცინო კლინიკა
სამედიცინო კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის მოსახლეობას C ჰეპატიტის სამკურნალო, ძვირად ღირებული მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემა. ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტი, რომლის ანალოგიც აქამდე არ განხორციელებულა.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. "განიკურნე" — ასე ქვია ჯანდაცვის სამინისტროს ახალ კამპანიას, რომლის მიზანია, C ჰეპატიტის გამოვლენა. დღეს, "თბილისი მოლში" სკრინინგი მთელი დღის განმავლობაში სწრაფი, მარტივი ტესტის საშუალებით ჩატარდება, იუწყება ტელეკომპანია "იმედი".

აღნიშნულ კამპანიას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ესწრება.

ქვეყნის მოსახლეობას C ჰეპატიტის სამკურნალო, ძვირად ღირებული მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემა. ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტი, რომლის ანალოგიც აქამდე არ განხორციელებულა.

კლინიკა - Sputnik საქართველო
ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კამპანია დაიწყო

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლის მაისში ამოქმედდა. იგი მოიცავს პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კომპონენტებს. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია ჩაიტაროს უფასო სკრინინგი C ჰეპატიტზე, რათა დაადგინოს, არის თუ არა ინფიცირებული და დროულად ჩაიტაროს მკურნალობა.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 41 000-მდე ბენეფიციარია რეგისტრირებული. მკურნალობაში 40 000-ზე მეტი პაციენტი ჩაერთო, 30 000-ზე მეტმა კი კურსი უკვე დაასრულა.

საქართველოს ხელისუფლება ჰეპატიტის მკურნალობას აფინანსებს, რათა მთლიანად აღმოფხვრას ეს დაავადება ქვეყანაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0