ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კამპანია დაიწყო

გამოწერა
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში С ჰეპატიტზე გამოკვლევები ჩაიტაროს.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ С ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაიწყო ახალი კამპანია "განიკურნე", აღნიშნულია უწყების Facebook–გვერდზე განცხადებაში.

"ამ უპრეცედენტო პროექტში, რაც საქართველოში ხორციელდება, პირველი ეტაპი უკვე გავლილია. 40.000-მდე ადამიანი, ვინც იცოდა, რომ დაავადება სჭირდა, უკვე ჩაერთო მკურნალობაში. ახლა არის საჭიროება, რომ აქტიურად გამოვავლინოთ ის ადამიანები, ვისაც აქვს C ჰეპატიტი, მაგრამ არ იცის ამის შესახებ. სწორედ ამიტომ იწყება ახალი ტალღა", – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

ზუგდიდში С ჰეპატიტის მკურნალობის ცენტრი გაიხსნა - Sputnik საქართველო
ზუგდიდში С ჰეპატიტის მკურნალობის ცენტრი გაიხსნა

2016 წლის მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირდა С ჰეპატიტით დაავადებული დაახლოებით 160 ათასი ადამიანი. სახელმწიფო ყოველწლიურად 20 ათასი პაციენტის მკურნალობას აფინანსებს.

С ჰეპატიტის მკურნალობა სახელმწიფო პროგრამით უკვე 30 ათასმა პაციენტმა დაასრულა.

საქართველოს მთავრობამ ამერიკულ კომპანია Gilead Sciences–თან 10–წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად ის ქვეყანას ამარაგებს С ჰეპატიტის მკურნალობისთვის აუცილებელი მედიკამენტებით.

ყველა ახალი ამბავი
0