თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. თათრეთში ბენზინმზიდი და ავტობუსი შეეჯახნენ ერთმანეთს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით.
სატვირთო ავტომობილი და სამარა–იჟევსკის მარშრუტზე მოძრავი ავტობუსი ერთმანეთს შაბათს ღამით ქალაქ ზაინსკთან ახლოს შეეჯახნენ. ავტობუსდი აალდა და გადაყირავდა.
"სულ დაშავდა 28 ადამიანი, აქედან 13 დაიღუპა, 12 – საავადმყოფოში იმყოფება, სამი – ამბოლატიურ მკურნალობას გადის", – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
ჯანდაცვის რეგიონული სამინისტროს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოთხი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია, რვა – საშუალო სიმძიმის მდგომარეობაში.
ავტოავარიის რაიონში საგანგებო სიტუაციის რეჟიმი მოქმედებს. აღძრულის სისხლის სამართლის საქმე.
ამჟამად შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები და კრიმინალისტები მუშაობენ.