ცხინვალის რეგიონში მომხდარ ავტოავარიას რუსი სამხედროები ემსხვერპლნენ

© photo: Sputnik / Ада Багаева / გადასვლა მედიაბანკშისამხრეთ ოსეთი
სამხრეთ ოსეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, ათეულობით კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თბილისი, 19 მაისი Sputnik. ცხინვალი-ყანჩავეთის გზაზე ავტობუსი ხრამში გადაიჩეხა, რის შედეგადაც ექვსი რუსი სამხედრო დაიღუპა, 16-ზე მეტი კი დაშავდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურისა და ინფორმაციის სამმართველოს მონაცემებით, ავტობუსს რუსი ოფიცრები სასწავლო-მეთოდურ შეკრებაზე გადაჰყავდა.

„საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 6 ოფიცერი დაიღუპა, 16-მა ტრავმა მიიღო. ყველა დაშავებული სამხედრო მოსამსახურე ცხინვალის სამედიცინო დაწესებულებაში ოპერატიულად გადაიყვანეს. მათ იქ აუცილებელი დახმარება უტარდებათ“, — აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ბრძანებით, ჩკალოვის აეროდრომიდან სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავი მიფრინავს, რომლითაც მაღალი კვალიფიკაციის სამხედრო მედიკოსები გადაჰყავთ, ასევე გადააქვთ სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობა. დაშავებულებს სამხედრო ჰოსპიტალებში გადაიყვანენ.

უწყება აღმნიშნავს, რომ ავარიის მიზეზი ავტომობილის სამუხრუჭე სისტემის დაზიანებაა.

ყველა ახალი ამბავი
0