თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. მთაწმინდის პარკში ერთდღიანი ფესტივალი Street Food Festival-ი გაიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ღონისძიების მიზანი ქვეყანაში ტურისტული ნაკადის გაზრდის ხელშეწყობა, გასტრონომიული ტურიზმის განვითარება და ნაციონალური სამზარეულოს მრავალფეროვნებისადმი ინტერესის გაზრდაა.
პირველად საქართველოში ქართველ და უცხოელ სტუმრებს საშუალება მიეცათ, ერთ სივრცეში დაეგემოვნებინათ სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო, ასევე ქართული რესტორნების მიერ წარმოდგენილი კერძები და ტკბილეული.
ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
ფესტივალი კომპანია Ricci Event-ის ორგანიზებით ჩატარდა. ფესტივალი, სამთავრობო პროგრამა Check in Georgia-ს ფარგლებში, თბილისის მერიის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა..