თბილისში ოთხშაბათს კავკასიის მერვე ჯაზ-ფესტივალი დაიწყება

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიჯაზის ფესტივალი
ჯაზის ფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონცერტების გარდა თბილისში ფესტივალზე ჩამოსული მუსიკოსები ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლებისთვის მასტერ-კლასებს გამართავენ.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. 14-დან 19 ივნისამდე თბილისში უკვე მერვედ კავკასიის ჯაზ-ფესტივალი გაიმართება, რომელიც შეკრებს მუსიკოსებს სამხრეთი კავკასიის ქვეყნებიდან. 

კავკასიის ჯაზ-ფესტივალი საქართველოში 2010 წლიდან ტარდება. ფესტივალის ისტორიის მანძილზე მის სცენაზე 100-ზე მეტი მუსიკოსი გამოვიდა 11 ქვეყნიდან. ფესტივალის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია Art Bridge, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით. Kavkaz Jazz Festival 2017-ის პარტნიორია ასევე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და იუნუს ერმეს სახელობის ინსტიტუტი. 

ფესტივალი, ტრადიციულად, გააერთიანებს როგორც მასტერ-კლასებს, ასევე მონაწილეთა ცოცხალ შესრულებას. მასტერ-კლასების სერია 14 ივნისს 11:00-დან 16:00 საათამდე ჩატარდება თბილისის კონსერვატორიაში. მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერა. სემინარებს ატარებენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან აზერბაიჯანელი პიანისტი და კომპოზიტორი სალმან გამბაროვი, თურქი ბასისტი და კომპოზიტორი შენთურქ ოზთაში, დრამერი და კომპოზიტორი ჯორჯ მელი — იგივე გიორგი მელიქიშვილი (საქართველო/აშშ) და სომეხი საქსოფონისტი, დირიჟორი და კომპოზიტორი არმენ უსნუნცი.

17-19 ივნისს ფესტივალზე გამოვლენ შემსრულებლები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. კონცერტები გაიმართება კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში (აღმაშენებლის გამზირი N182, მუშტაიდის ბაღი). 

ყველა ახალი ამბავი
0