თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. შსს–ს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით თბილისში, ფონიჭალაში ნარკორეალიზატორი დააკავეს, იუწყება შსს–ს პრეს–სამსახური.
უწყების ინფორმაციით, 1994 წელს დაბადებული ს. ვ. სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა.
დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო 11,5954 გრამი ჰეროინი, 0,0354 გრამი მორფინი და 0,0115 გრამი კოდეინი.
გარდა ამისა, ს. ვ.–ს ჩაუტარდა ნარკოლოგიური შემოწმება, რომლის შედეგად დადგინდა, რომ ის სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარდა.
გამოძიება მიმდინარეობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე — 6 ნაწილებით).