თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. ხონში ახალგაზრდა კაცმა გუშინ ღამით თავი ჩამოიხრჩო, იუწყება ტელეკომპანია "იმედი".
ახლობლები თვითმკვლელობის მიზეზებზე არ საუბრობენ.
"ბექა ყველას ძალიან უყვარს. თავადაც ყველა უყვარდა. სიცოცხლით და აზარტით სავსე იყო", – ამბობს გარდაცვლილის მეგობარი.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება 3 წლამდე თავისუფლების შეზღუდვით, ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.