თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მეათეკლასელმა გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონა ოჯახის წევრებმა დღეს დილით იპოვეს და დაუყოვნებლივ შეატყობინეს საპატრულო პოლიციას.
ადგილობრივების განცხადებით, გოგონამ თავი სახლის ეზოში, კაკლის ხეზე, ზეწრით ჩამოიხრჩო და იგი ბაბუამ იპოვა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.