საქართველოში „უჩინარი პოლიციელები“ გამოჩნდნენ

გამოწერა
საქართველოში გზის ამა თუ იმ მონაკვეთზე „უჩინარი პოლიციელების“ მუშაობის შესახებ ინფორმაცია ავტომფლობელებს მიეწოდებათ.

თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. საქართველოს შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ბრძანება ე.წ. უკონტაქტო პატრულირების წესების შემოღების შესახებ ძალაში შევიდა.

საცობი ქალაქში - Sputnik საქართველო
დამრღვევი მძღოლების წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდა

უკონტაქტო პატრულირებას განახორციელებენ შს სამინისტროს ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფის — ერთობლივი ოპერაციების ცენტრის თანამშრომლები. ესაა ერთგვარი ცენტრალიზებული ჰაბი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, რეალური დროის რეჟიმში  თვალს ადევნებს საქართველოს გზებზე არსებულ ვითარებას.

„უჩინარი პოლიციელები“ გზის პრობლემურ მონაკვეთებს გააკონტროლებენ და ჩანაწერებს განახორციელებენ. ეს მანქანები აღჭურვილი იქნება სიჩქარის მზომი რადარით და ჯარიმების გამოწერას მძღოლთან კონტაქტის გარეშე შეძლებენ.

გზის ყველა მონაკვეთზე, სადაც ფარული პატრულირება განხორციელდება, დამონტაჟდება სპეციალური მანიშნებლები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვიდეოკამერების ჩანაწერებზე დარღვევა არ დაფიქსირდება, ისინი დღის განმავლობაში წაიშლება.

ყველა ახალი ამბავი
0