თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. საქართველოში ავტომფლობელები ამიერიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ჯარიმებს გადაიხდიან და ამასთან ერთად, მათ ქულებიც დააკლდებათ.
1 ივლისიდან ავტომფლობელებს მართვის მოწმობაზე 100 ქულა დაერიცხებათ, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასთან ერთად შემცირდება. სიახლის თანახმად, 100 ქულა ყოველწლიურად დაირიცხება, თუმცა, 2017 წელს ეს იქნება ექვსი თვე, რაც წლის ბოლომდე დარჩენილ პერიოდს გულისხმობს.
განსაზღვრულ დროში ქულების ამოწურვის შემთხვევაში, ავტომფლობელს ჩამოერთმევა მართვის მოწმობა, რომლის აღდგენისათვის მას გამოცდის ჩაბარება მოუწევს.
მძღოლებს ყველაზე მაღალი ქულა (40) დააკლდებათ შემდეგი დარღვევების გამო: ავტომობილის სამართავად გადაცემა ნარკოტიკული ან ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირისათვის, სიჩქარის გადაჭარბებისას ავარიისა და „სასწრაფო დახმარების“ მანქანის მოძრაობისთვის შეფერხების გამო.
გარდა ამისა, მაღალი ქულები (30 ქულა) ჩამოეწერებათ ავტომობილის დაფარული სანომრე ნიშნების გამოყენებისთვის, აკრძალულ ადგილას პარკირებისათვის და სიჩქარის გადაჭარბებისათვის, რამაც ავარიული სიტუაცია გამოიწვია.
შსს ავტომფლობელებს შეტყობინებებს იმ შემთხვევაში გაუგზავნის, თუ ქულათა რაოდენობა მიაღწევს 50-ს და 20-ს.