ტოკიოში სკოლის მოსწავლეებთან პაემანი აიკრძალა

© photo: Sputnik / Владимир Песня / გადასვლა მედიაბანკშიგოგონა ტოკიოს ქუჩაში
გოგონა ტოკიოს ქუჩაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტოკიო იაპონიის პირველი ქალაქი გახდა, სადაც 18 წლამდე უფროსკლასელებთან დაჯილდოების სანაცვლოდ პაემნების ორგანიზება აიკრძალა.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. იაპონიის დედაქალაქში 18 წლამდელ გოგონებთან ჯილდოს სანაცვლოდ ე. წ. პაემნების მომსახურების სფეროში მუშაობა აიკრძალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ახალი კანონი გუშინ ტოკიოს ხელისუფლებამ ერთხმად მოიწონა. ეს იაპონიაში მსგავსი პირველი შემთხვევაა.

სისხლის ცენტრი - Sputnik საქართველო
იაპონიაში მკვეთრად გაიზარდა სიფილისით დაავადებულთა რაოდენობა

ტოკიოში დაახლოებით 110 კომერციული საწარმო და 30 არარეგისტრირებული კომპანიაა, რომლებიც დაინტერესებულ პირებს სკოლის მოსწავლეებთან პაემნების ორგანიზებაში ემსახურებიან. ამასთან, ასეთ პაემნებზე ხშირად 18 წლამდე გოგონები მიდიან.

სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ რამდენიმე ასეთი საწარმო არასრულწლოვანებთან უკანონო პაემნების ორგანიზებას ინტიმური მომსახურების მიზნით აწყობს.

ახალი კანონის დარღვევის შემთხვევაში სასჯელის სახით მოქმედებს ერთ წლამდე პატიმრობა ან ჯარიმა 1 მლნ იენის ოდენობით (8,9 ათასი აშშ დოლარი).

თუმცა, უცნობია, როგორ აპირებს პოლიცია ებრძოლოს ე. წ. პაპა კაცუს ფენომენს, როდესაც გოგონები ინდივიდუალურად დებენ თავისებურ სიტყვიერ შეთანხმებას მამაკაცთან პაემნის შესახებ ჯილდოს სანაცვლოდ.

ამ თემას იაპონიაში მრავალი ფორუმი და სოციალური ქსელი ეხმაურება. სხვადასხვა მონაცემებით, ზოგიერთი გოგონა, რომელთაც ასეთ მომსახურებას სთავაზობენ, 14 წლისაც არ არის.

 

ყველა ახალი ამბავი
0