თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. ორთაჭალაში, რესტორან „ასტორიასთან“ ავარიის შედეგად სამარშრუტო ტაქსი გადაბრუნდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით, 08:00 საათზე მოხდა. ერთმანეთს BMW-ს მარკის ავტომობილი და №161 სამარშრუტო ტაქსი შეეჯახნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, აქედან 5 მათგანი სახლში უკვე გაწერეს, ხოლო 3 მათგანი მსუბუქი დაზიანებებით, კვლავ საავადმყოფოში რჩება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.