კვარიათში ავტომობილი ზღვაში გადავარდა

გამოწერა
ავტომობილში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ზღვიდან ამოიყვანეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანა.

თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. კვარიათში მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ზღვაში გადავარდა. შემთხვევა გუშინ მოხდა, იუწყება ტელეკომპანია RUSTAVI2

მდინარე წყალწითელა - Sputnik საქართველო
ქუთაისში მოზარდი დაიხრჩო

ავტომობილში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ზღვიდან ამოიყვანეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ოთხ დაშავებულს კი დაჟეჟილობა აღენიშნება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0