ქუთაისში მოზარდი დაიხრჩო

© photo: Sputnikმდინარე წყალწითელა
მდინარე წყალწითელა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად სამაშველო და საპატრულო სამსახურების მცდელობისა, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. უბედური შემთხვევა მოხდა ქუთაისში. 12 წლის ბავშვი მდინარე წყალწითელაში დაიხრჩო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი-2“.

მოზარდი, რომელიც თანატოლებთან ერთად ბანაობდა მდინარეში, ნაპირზე გამოსვლა ვერ შეძლო. მაშველებმა მალევე იპოვეს ცხედარი, რომლებსაც ადგილზე საპატრულო სამსახურიც ჰყავდათ გამოძახებული.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.

ყველა ახალი ამბავი
0