თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში მე-9 სართულიდან 56 წლის კაცი გადმოვარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
ადგილზე გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა მამაკაცი ადგილზე მისულ ექიმებს უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება ისჯება 3 წლამდე თავისუფლების შეზღუდვით, ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.