თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. გლდანში მრავალსართულიანი სახლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოვარდა და ადგილზევე დაიღუპა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, 6 წლის ბიჭი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა.
"ინციდენტი დღეს, დილით მოხდა. ბავშვი ადგილზევე დაიღუპა. აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით)", — განაცხადა შსს-ს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.
ამ მუხლით ჩადენილი დანაშაული ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.