ქუთაისში ჟურნალისტს სცემეს

© photo: Kutaisi State Opera / FBქუთაისის საოპერო თეატრი
ქუთაისის საოპერო თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაზარალებულს ჯერ ნამქანის შუშა ჩაულეწეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. ქუთაისში ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე სცემეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ფაქტი წუხელ, დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბუბა ჩივაძე საკუთარი ავტომანქანით ავტოქარხნის დასახლებაში მოძრაობდა, როდესაც მას ავტომობილით უცნობი აედევნა.

112 - Sputnik საქართველო
თბილისში იუმორისტი დავით როსტომაშვილი სცემეს

შუქნიშანთან თავდამსხმელი მანქანიდან გადმოვიდა და ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა.

"პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობმა ჯერ მანქანაზე შუშა ჩამილეწა, შემდეგ კი ფიზიკურად გამისწორდა. მაგინებდა და მუცელში მირტყამდა. ნიღაბი არ ეკეთა, მაგრამ ვერ ვიცანი", – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დაზარალებულმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 126-ე მუხლით (ძალადობა), რომელიც ითვალისწინებს სასჯელს გამასწორებელი სამუშაოებიდან დაწყებული, 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ჩათვლით – დამოკიდებულია დანაშაულის ხარისხზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0