თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. თბილისის გარეუბანში ცნობილი ქართველი იუმორისტი დავით როსტომაშვილი სცემეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
სავარაუდო თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს. წინასწარი მონაცემებით, იუმორისტი ბეისბოლის ჯოხით სცემეს და თავი გაუტეხეს. როსტომაშვილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
რომელი მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე, ამის შესახებ შსს-ს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.
დავით როსტომაშვილი 1973 წელს დაიბადა. იგი პოლიციის პოლკოვნიკია. როსტომაშვილი საქართველოში პოპულარული „იუმორინას“ კონცერტებში გამოსვლის შემდეგ გახდა.
იგი გადაღებულია ქართულ კომედიურ ფილმებში „გარიგება 2“ და „მაიტა ნასოსი“.