გლდანში უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი იწყება

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერიის შენობა
თბილისის მერიის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტოფარეხების დემონტაჟი მოსახლეობასთან შეთანხმებით დაიწყება. ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი და პარკირების ადგილები.

თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. გლდანის მე-7 მ/რ-ის 23-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი იწყება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებში.

თბილისის მერიის ინფორმაციით, უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი მოსახლეობასთან შეთანხმებით დაიწყება.

ხეივნის მოწყობის სამუშაოები ვაჟა-ფშაველას გამზირზე - Sputnik საქართველო
თბილისის მერია ვაჟა-ფშაველას გამზირზე ხეივანს აწყობს

"სარეკრეაციო ზონაში მდებარე ფარეხების დემონტაჟს გლდანის რაიონის გამგეობა მოსახლეობასთან შეთანხმების საფუძველზე ახორციელებს. ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი და პარკირების ადგილები. აღნიშნულ მისამართზე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც მიმდინარეობს. მოეწყობა წყალარინების ქსელი და დაიგება ასფალტის ახალი საფარი", — ნათქვამია განცხადებაში.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე დღეს თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე გაეცნენ.

მერის მოადგილე და რაიონის გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0